ირინა სარიშვილი ხელისუფლებას მიმართავს

ირინა სარიშვილი ხელისუფლებისადმი მიმართავს ავრცელებს…
,,კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, ვისაც ეს ეხება:
ეპიდემიის საშიშროების, აგრეთვე ზოოპარკის ბინადარ მტაცებელთა ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო, სასწრაფოდ გამოიყვანეთ მოხალისეები სტიქიის ზონიდან და ჩაანაცვლეთ შესაბამისად ჩაცმული და ეკიპირებული სპეცრაზმით.
ყველა მოხალისეს სასწრაფოდ ჩაუტარეთ ტეტანუსზე აცრა!
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გათვალისწინებით, სასწრაფოდ გაიტანეთ სტიქიური უბედურების ზონიდან მოკრებილი ნაგავი (ხეები, ნაფოტები და ა.შ.) იმ ადგილიდან სადაც ის დღეს არის დატოვებული, რადგან ძლიერი წვიმის შემთხვევაში ეს ნაგავი ჩახერგავს ხეობას!!!
გთხოვთ ყველა სააგენტოს, გაავრცელეთ ეს თხოვნა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერის სახელით! არა აქვს მნიშვნელობა!
თქვენც გთხოვთ, მეგობრებო, გავაზიაროთ! ეგებ ჩვენმა სიმრავლემ რაიმე შედეგი გამოიღოს და ამ უმარტივეს მაგრამ ძალიან საშიშ პრობლემებს მაინც მოერიოს მთავრობა!,, აცხადებს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაშიავსტრალიამ დაკავების ორდერი გასცა ექიმზე, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა
შემდეგი სტატიაკიევში ბუზინას მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს