ირანული მედია დუბაის პრინცის იემენის ომში დაღუპვის შესახებ წერს

დუბაის ემირის უფროსი შვილი რაშიდ იბნ მუჰამედ ალ-მაკტუმი იემენში სროლებისას დროს დაიღუპა – ამის შესახებ ირანული მედია წერს. მათი ინფორმაციით, 34 წლის რაშიდი მარიბთან ჰუსიტების შეტევისას დაიღუპა. პრინცი და რამდენიმე ჯარისკაცი რეაქტიული არტილერიის ცეცხლს ემსხვერპლნენ. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, რაშიდი ინფარქტით გარდაიცვალა – ანტისამხედრო განწყობის გასანეიტრალებლად.

შეიხი რაშიდი დუბაის ემირის შეიხ იბნ რაშიდ ალ-მაკტუმის უფროსი შვილია. 2011 წლამდე ითვლებოდა, რომ ის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა, თუმცა, ემირმა მოულოდნელად შეცვალა გადაწყვეტილება და მემკვიდრედ უმცროსი შვილი გამოაცხადა. რაშიდი სპორტული მიღწევებით იყო ცნობილი – ის აზიის პრიზიორი იყო დოღში.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ აგვირჩევია პუტინი- მოსკოვში მასშტაბური აქციები დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდება