ირაკლი შოთაძე: პროკურატურა უახლოეს პერიოდში ეროსი კიწმარიშვილის საქმის დეტალებს გაასაჯაროებს

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

პროკურატურა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს. ირაკლი შოთაძის განმარტებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგი მალე საჯარო გახდება. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებით, საზოგადოებას წვდომა ექნება საქმის ყველა დეტალსა და დოკუმენტზე.

“არ გვინდოდა და არ გვსურდა, რომ ის ინფორმაცია, რაც სისხლის სამართლის საქმეში უკვე მოპოვებულია და რაზეც სრული წვდომა აქვს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს, საზოგადოებისთვის ნათელი გაგვეხადა, ვიდრე არ ამოვწურავდით იმ საგამოძიებო მოქმედებებსაც, რასაც თვითონ დაზარალებულის ოჯახი ითხოვდა. ვფიქრობ, ეს საგამოძიებო მოქმედებები ძალიან მალე ამოიწურება და ჩვენ აუცილებლად საზოგადოებას სრულად გავაცნობთ გამოძიების შედეგებს, მათ შორის, მათ ექნებათ სრული წვდომა სისხლის სამართლის მასალებთან. კონკრეტულად თითოეულ დაკითხვის ოქმთან, თითოეული ექსპერტიზის დასკვნასთან და თითოეულ საგამოძიებო მოქმედებასთან,” – აცხადებს ირაკლი შოთაძე.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პატრულ ინსპექტორი ვაჟა წიკლაური კოლეგებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიათბილისის 50 სკოლაში 5-6 წლის ასაკის ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად ჯგუფები შეიქმნება