ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

11102627_833618763395868_1345204824813958123_n
ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და პროექტის საერთო ღირებულება 5 250 777 ლარია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.საქართველოს მთავრობის მიზანია, პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
300 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აშენდება 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე პროექტის ფარგლებში გაკეთდება კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რომელიც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ მოეწყობა: შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, ტრენაჟორები და გარე განათება. მოხდება ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინები მოეწყობა. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იქნება განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
მშენებლობის დასრულების შემდეგ აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა. სტუდენტურ საცხოვრებელში ერთდროულად 300 სტუდენტი შეძლებს ცხოვრებას და განათლების მიღებას. მშენებლობის პროცესში დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები, ისევე როგორც, მშენებლობის დასრულების შემდეგ განათლების სამინისტრო დაასაქმებს შესაბამის კადრებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვები და კითხვები
შემდეგი სტატიასპორტული ფედერაციებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივ შეხვედრას საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები არ ესწრებიან