ირაკლი ღარიბაშვილი : ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საზღვრები დაწესებულია საერთაშორისო ნორმებით, ჩვენი საზღვრები არ გადაიხედება. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ქუთაისში სტუმრობისას გააკეთა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ადგილი ჰქონდა პროვოკაციის მცდელობას, თუმცა ხელისუფლება ამას არ დაუშვებს.
,,არავითარი საზღვრები. საზღვრები დაწესებულია საერთაშორისო ნორმებით. ჩვენი საზღვრები არ გადაიხედება. ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასოდეს. ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ. შევალთ აფხაზეთშიც და ოსეთშიც და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ მშვიდად. ეს არის რეალობა. ამას ჩვენ კონსტრუქციული მიდგომით მივაღწევთ. რაც შეეხება ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ სახელმწიფო არ დავუშვებს არც ერთ პროვოკაციას, არც ქვეყნის შიგნით და არც გარედან მომდინარეს, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპული საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ხანძარია-ადგილობრივები ცეცხლის ლოკალიზებეას საკუთარი ძალებით ცდილობენ
შემდეგი სტატიანიკოლოზ მჟავანაძე: კოჟორიძეს და არასამთავრობოების ნაწილს სურთ პროკურატურამ ნაციონალებზე სისხლის სამართლებრივ დევნა შეწყვეტონ