ნიკოლოზ მჟავანაძე: კოჟორიძეს და არასამთავრობოების ნაწილს სურთ პროკურატურამ ნაციონალებზე სისხლის სამართლებრივ დევნა შეწყვეტონ

საფრთხე ემუქრება

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ,,საიას’’ ყოფილმა თავმჯდომარემ და ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საკითხებში მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, განაცხადა, რომ მთავარი პროკურორი პარლამენტთან შეთანხმებით პრეზიდენტმა უნდა დანიშნოსო. მსგავსი განცხადებები გააჟღერდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც რომლებიც, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ ერთად შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

,,კოჟორიძეს და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს სურთ პროკურატურის დაშლა და პრეზიდენტის მეშვეობით მათთვის სასურველი კანდიდატურის გაყვანა მთავარ პროკურორად. რის შემდგაც პროკურატურას დაუბრუნდებიან ყოფილი პაროკურატურის მაღალჩინოსნები ოთო კახიძე, რომეო საჯაია, ბექა ბასილია, გიორგი ჩივიაშვილი და სხვები. კოჟორიძეს და არასამთავრობოების ნაწილს სურთ პროკურატურამ ნაციონალებზე სისხლის სამართლებრივ დევნა შეწყვეტონ, რათა პირნათლად შეასრულონ ის დავალება რომელსაც ოდესიდან იღებენ.
ვერ გაიგეს ვერც კოჟორიძემ და ვერც იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა რომ დღეს თვისობრივად შეიცვალა კონსტიტუცუია და პრეზიდენტს აღარ აქვს ის ფუნქციები როგორც ეს ადრე ჰქონდა მას,’’- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი : ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ
შემდეგი სტატიავარუფაკისი: საბერძნეთის რეფორმები “განწირულია ჩასავარდნად”