ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“რეგიონში შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. თუმცა, საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის სრულიად ღია ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემითა და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს. საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85 პროცენტზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია.

“მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-15 ადგილი, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში – მე-8 ადგილი უკავია; ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში საკუთრების რეგისტრაციის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზე იყო. TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით, კორუფციის სიმცირის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა 197 ქვეყანას შორის. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია. ღია მმართველობის 2015 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა მსოფლიოში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის Heritage Foundation-ის რეიტინგის მიხედვით – მსოფლიოში 22-ე ადგილზეა”, – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა ასოცირების ხელშეკრულების სწრაფი განხორციელება
შემდეგი სტატიასაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს