ირაკლი ღარიბაშვილი ესტონელ კოლეგას პირისპირ შეხვდა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ესტონელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ–მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები იყო: ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას თბილისში ვიზიტისთვის, რაც საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერად შეაფასა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.

banner
წინა სტატიაშისენაკში დაპირისპირება ღრმავდება
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე გიორგი მარგველაშვილის მრჩევლად ინიშნება?