ირაკლი ღარიბაშვილი ამბასადორიალის მონაწილეებს გიორგი კვირიკაშვილს ხვალ პირადად წარუდგენს

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ნემცოვის ოჯახს და რუს ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბასადორიალის მონაწილე ელჩებს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს პირადად წარუდგენს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დიმიტრი ქუმსიშვილის წარდგენისას განაცხადა.
“ხვალ დილით იწყება ამბასადორიალი და მე ჩვენს ელჩებს წარვუდგენ ახალ მინისტრს, ვიცე-პრემიერ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი გაძლიერდება და გაგრძელდება.
“ჩვენ გვაქვს გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ჩვენი ეს გზა, ეს მიმართულება რა თქმა უნდა, გაძლიერდება და გაგრძელდება. ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ამ მიმართულებით ვართ უკვე ლიდერი რეგიონში და გვაქვს ძალიან სერიოზული შედეგები, რასაც დღეს სტაბილური განვითარება სჭირდება”, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამბასადორიალი 2 სექტემბერს გაიხსნება 4 სექტემბერს დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა
შემდეგი სტატია,,ახლა ვგრძნობ კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას”