ირაკლი ღარიბასვილი: ელჩებმა უნდა გაითავისონ მათი ჩართულობის მნიშვნელობა იმ რეფორმების წარმოჩენაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

გზავნილი რომელიც ჩვენ გავუშვით კვირიკაშვილის დანიშვნით არის ის, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იგი ელჩებს კვირის ბოლოსაც შეხვდება და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებს  უფრო სიღრმისეულად გააცნობს.

“ჩემთვის დიდი პატივია გამეხსნა ამბასადორიალი. ეს არის ძალიან კარგი ტრადიცია. ესჩებს აქვთ საშუალება ჩამოვიდნენ, შეხვდნენ ერთმანეთს, მთავრობის წევრებს, ყველა იმ პირს რომელთა შეხვედრა მათთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია ის, რომ ერთობლივად დავსახეთ პრიორიტეტები, გავაანალიზეთ მიღწევები, ვისაუბრეთ იმ ნაკლოვანებებზე და ჩავარდნებზე, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მე მინდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მთავრობასა და ელჩებს შორის. ძალიან კარგად მესმის ის მისია, რაც ელჩებს აკისრიათ. საჭიროა მათი კავშირების გააქტიურება, მათი გამოყენება იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ. მათი გააქტიურება და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ელჩებმა უნდა გაითავისონ და გაიაზრონ მათი ჩართულობის მნიშვნელობა იმ რეფორმების წარმოჩენაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ჩვენი მხრიდან კი მაქსიმალური ხელშეწობა იქნება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ის, რომ ვიცეპრემიერი იქნება ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი, ბევრს ნიშნავს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან