ირაკლი ქანთარია: გეორგიევსკის ლენტი ოკუპაციის სიმბოლოა

1941-45 წლების გერმანელ ფაშისტებთან ომის გმირის ( რომელმაც რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართა), მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილმა ირაკლი ქანთარიამ, რომელიც რუსი ბაიკერების ,,ღამის მგლებისათვის,, თბილისში გეორგიევსკის ლენტის მოხსნის აქციის ერთერთი მონაწილე გახლდათ, რუსულ მედიას მისცა ინტერვიუ…

ინტერვიუს ქართულ ვერსიას ,,თაიმერი,, მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ.

-კორესპოდენტი: ირაკლი თქვენ მიიღეთ მონაწილეობა აქციაში, სადაც რუს ბაიკერებს გეორგიევსკის ლენტის მოხსნა თხოვეთ… რატომ გააკეთეთ ეს? რაში არ გაწყობთ კონკრეტულად ეს ლენტი?

-ირაკლი ქანთარია: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ტერიტორიის 25% რუსებს აქვთ ოკუპირებული და ამ ოკუპაციის სიმბოლო გეორგიევსკის ლენტი გახლავთ. ამიტომ მე და ჩემი თანამებრძოლები ყოველთვის ვიქნებით ამ ლენტის საქართველოში ტირაჟირების მოწინააღმდეგე, რადგან ის ოკუპაციის სიმბოლოა.

-კორესპოდენტი: რუსებისთვის გეორგიევსკის ლენტი, სიმბოლოა დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა… მოთხოვნა ამ ლენტის მოხსნაზე შესაძლებელია ბევრმა გაიგოს ამ მოვლენის მნიშვნელობის უარყოფა… თუ ათვიცნობიერებთ იმას, რომ თქვენი მოქმედებით თქვენ შეურაცხოფას აყენებთ ბევრ ადამიანის ხსოვნას იმ გმირობაზე, რომლებიც მათი წინაპრების მიერ იქნა ჩადენილი… მათ შორის თქვენი ბაბუის მიერაც?

-ირაკლი ქანთარია: პირველ რიგში მე მინდა დავაზუსტო რუსული მედიისათვის… მე ირაკლი ქანთარია, მელიტონ ქანთარიას ძმის შვილიშვილი ვარ. რაც შეეხება გეორგიევსკის ლენტს, ჩემი წინაპრები ნებლით თუ უნებლიათ მეორე მსოფლიო ომში წითელ არმიაში იბრძოდნენ. მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ ყველა მეზობელ ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის, მაგრამ როცა გიერგიევსკის ლენტით მოხდა ოკუპაცია აფხაზეთის, საიდანაც თავად მელიტონ ქანთარია განდევნეს,  ცხინვალის, ყირიმის  და ამ ლენტით მიდის ომი დონბასში, ამ ლენტით სიარული და მისი ტირაჟირება საქართველოში, მიმაჩნია, რომ ქართველთა გრძნობების შეურაცხყოფაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ კორექტული ფორმით მოვთხოვეთ რუს ბაიკერებს მოეხსნათ გეორგიევსკის ლენტები. მე პირადად და ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმ ბაიკერებისა თუ რუსი ეროვნების მოქალაქეების, რომლებსაც უნდათ კეთილმეზობლური ურთიერთობები. თუმცა ჩვენ ასევე უერთდებით იმ აქციებს, რომლის მიხედვითაც გერმანიაში, პოლონეთში, ლიტვაში შესვლა აუკრძალეს ,,ღამის მგლებს,, რადგან მიგვაჩნია, რომ მათი აქციები ამ გიორგიევსკის ლენტებით, არის ქართველთა გრძნობების შეურაცხყოფა.

-კორესპოდენტი: მელიტონ ქანთარი მრავალი თაობისათვის გამარჯვების სიმბოლოა… მან რეიხსტაგზე გამარჯვების დროსა აიტანა.  თვლით თუ არა თქვენ თქვენს ბაბუას  გმირად?

-ირაკლი ქანთარია: პირველ რიგში, მე ძალიან მეამაყება, რომ მელიტონ ქანთარიამ და სხვა ჩემმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხების საქმეში… და ბუნებრივია, რომ ეს არის სიამაყის სიმბოლო, რადგან ეს მათი იდეა იყო. თუმცა მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, ვხედავთ როგორ გადაუხადა მათ მადლობა რუსეთმა, როდესაც თავად მელიტონ ქანთარია, რუსმა ოკუპანტებმა 1993 წელს აფხაზეთიდან, ოჩამჩირეში საკუთარი სახლიდან გამოდევნეს. მიუხედავად მისი წვლილისა, რუსეთმა ასე გადაუხადა ადამიანს, რომელსაც თვითონ გმირად თვლიდნენ.

-კორესპოდენტი: თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ბაბუა იამაყებდა თქვენი საქციელით?

-ირაკლი ქანთარია: ზუსტად ვერ გეტყვით… მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იამაყებდა ყველა საქციელით, რომელიც საქართველოს ტერიტირიულ მთლიანობის აღდგენას ემსახურება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური სცემეს
შემდეგი სტატიასაკუთარი მოქალაქეები მაინც დაიცავით თქვე უჯიშოებო – სარიშვილი ხელისუფლებას