ირაკლი ალასანია: “სახეზე გვაქვს ძალადობრივი ხელისუფლების, ავტორიტარული ხელისუფლების გამოვლენა”

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვავერ ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავდეს, _ ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა . ალასანიამ კომენტარი საქართველოს ხელისუფლების “გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე გააკეთა.
ალასანიას თქმით, უახლოესი წარსულში რუსეთის ხელისუფლებამ ენერგომატარებლების გადაკეტვით საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლა არაერთხელ განახორციელა. მისივე განცხადებით, აზერბაიჯანმა, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის ხელისუფლების დიდი ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრობა გაუწია.
“ამ ვითრებაში აბსოლუტურად გაუგებარია საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ რატომ არის გადატანილი აქცენტი “გაზპრომზე”. აზერბაიჯანული მხარე გაზს სტრატეგიული შეთანხმებების საფუძველზე, შეღავათიანი ფასით გვაწვდის. ვერ ვხედავ, რომ ჩვენი ხელისუფლება აქ სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავდეს და ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ვინმეს პირადი ინტერესი. მინდა საქართველოს მოსახლეობამ გაიგოს, რომ ფარული მოლაპარაკებები, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დამოუკიდებლობის საფუძველია, პირველ რიგში არის, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება საკუთარი საზოგადოების მიმართ. პირველ შეკითხვას სწორედ ეს აჩენს, რატომ იყო ფარული მოლაპარაკებები? რა განიხილეს ამ მოლაპარაკებების დროს? და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ეს ხომ არ გაგვხვდის კვლავ უფრო მეტად დამოკიდებულს რუსულ გაზზე, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ვაბარებთ ახალ ბერკეტს ზემოქმედების, პოლიტიკურ ბერკეტსაც მათ შორის, რუსეთის ფედერაციას. ეს შეკითხვებია, რასაც პასუხი არ გაგვიცია”, _ აცხადებს ალასანია.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა 3 დღიანი გლოვა გამოაცხადა…
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი ახმეტ ჩატაევის საქმეზე მთელს პასუხისმგებლობას არჩილ კბილაშვილს აკისრებს