ირაკლი ალასანიამ შობა ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში აღნიშნა

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანიამ ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს შობა მიულოცა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი საზეიმო წირვას სოფელ არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო. ალასანია შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელ ნიქოზსაც ესტუმრა და რეგიონში სტუმრობა გორში გამართულ ალილოზე დაასრულა.

„რამდენიმე მეტრით დაცილებით ოკუპაციისგან ვულოცავ მთელ საქართველოს შობას და ერთადერთი რასაც ვუსურვებ ეს არის ჩვენი მტრისგან დაჩეხილი სხეულის, საქართველოს გამთლიანება და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება“-განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატები RMG-Gold-სთვის ლიცენზიის გაგრძელებას აფასებენ
შემდეგი სტატიაისრაელში თოვლი მოვიდა