ირაკლი აბესაძე: “ქართულმა ოცნებამ” მოახერხა თბილისი ერთ დიდ ორმოდ ექცია

სააკაშვილმა მრჩეველი საჯაროდ გაანთავისუფლა და პოლიციას ჩააბარა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ამომრჩევლებს საკრებულოში მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. როგორც ანგარიშის წარდგენისას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” საქმიანობაზე ისაუბრებს.
“ქართულმა ოცნებამ” მოახერხა, რომ დედაქალაქში არაფერი არ გაეკეთებინა და თბილისი ერთ დიდ ორმოდ ექცია. ერთი წლის განმავლობაში თბილისის მთავრობა კორუფციით იყო დაკავებული. ქალაქში არის ძალიან ბევრი დაუსრულებული პროექტები, გადათხრილი ქუჩები. დედაქალაქში, შეიძლება ითქვას, გაკეთდა არაფერი”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქის მერიაში 517 ადამიანით მეტი მუშაობს, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა. როგორც აბესაძე აცხადებს, ეს ადამიანები დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები არიან.
“რაც შეეხება დანამატებსა და პრემიებს, რომლის გამოც “ქართული ოცნება” ხშირად ჩვენ გვაკრიტიკებდა და მის გაუქმებაზე საუბრობდა, პირიქით მოიქცა და გაორმაგდა დანამატები. შეიქმნა ახალი ორგანიზაციები, რომელთა დანიშნულება, გაუგებარია, მაგალითად, მეწარმეობის განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელადაც ყოფილი ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი დანიშნეს, სრულიად უფუნქციო. ის კულტურის სამინისტროდან თავის დროზე ცუდი მუშაობის გამო გამოაძევეს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში561 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსებში, მათ შორის ყოფილ ოლიმპიურ სოფელში ბინას მიიღებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი ეწვევა