ირაკლიღარიბაშვილი: აქციის ჩატარება კანონით გათვალისწინებული უფლებაა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აქციის გამართვა დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი პროცესია და მისი ჩატარების უფლებას ყველამ პატივი უნდა სცეს, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს მას.

“მესმის ყველა ადამიანის აღშფოთება. ისინი წლების განმავლობაში ითმენდნენ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რაიმე ტიპის აჟიოტაჟი და ხმაური. ჩვენ გვჭირდება დამშვიდება და მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. აქციის ჩატარება ეს არის კანონით გათვალისწინებული უფლება და ნორმალური პროცესი, რომელიც დამახასიათებელი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ატარებს მას და ამას ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების აქცია დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება
შემდეგი სტატიაბათუმიდან თბილისისკენ “ნაციონალური მოძრაობის” კოლონა დაიძრა