“ინფლაციაზე მსჯელობა ნაადრევია,”- მმართველი კოალიცია

“ინფლაციაზე მსჯელობა ნაადრევია,”- ამის შესახებ განცხადება მმართველი კოალიციის წევრემა, ნოდარ ებანოიძემ, გააკეთა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ინფლაციის საფრთხე არ არსებობს. ნოდარ ებანიძე იმედს გამოთქვამს, რომ ნიშნული კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს და მთავრობას პოლიტიკის შეცვლა არ მოუწევს.

“იმედი მაქვს ამაზე მსჯელობა და საუბარი არ მოგვიწევს და ნიშნული უკიდურესს ზღვარს არ მიაღწევს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის საფრთხე იქნება, საჭირო იქნება პოლიტიკის ცვლილება და გეგმის ხელახლა გაწერა,”- განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე უკრაინაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე – რუსეთთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე უარი არ გვითქვამს