ინდოეთში 5 ქალი ჯადოქრობის ბრალდებით მოკლეს

ხუთი 45-50 წლის ქალები ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში ბრბომ ჯადოქრობაში დაადანაშაულა და ჩაქოლა.
როგორც ადგილობრივი პოლიცია იტყობინება, წუხელ დაახლოებით შუაღამისთვის სოფელში, რომელიც ჯარკჰანდის შტატის დედაქალაქიდან 30 კმ-ში მდებარეობს, ბრბომ ქალები საკუთარი სახლებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა და ჯოხებით ჩაქოლა.
ინციდენტთან დაკავშირებით სოფლის 24 მცხოვრები დაკავებულია – ცნობას ავრცელებს პოლიცია.
მსგავსი ინციდენტები, როგორც ინდოეთის შს სამინისტრო აცხადებს, ინდოეთის პროვინციებში ხშირად ხდება. ივლისის ბოლოს ასაამის შტატში ქალი, ასევე ჯადოქრობის ბრალდებით, სოფლის მაცხოვრებლებმა ქვებით ჩაქოლეს.
პოლიციის განცხადებით, ასაამის შტატში ბოლო ნახევარი წლის მანძილზე უკვე 90 მსგავსი შემთხვევა მოხდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსი მსახიობებისა და მომღერლების «შავი სია» ოფიციალურად გამოაქვეყნა
შემდეგი სტატია«შეუსრულებელი მისია» 20 წელი ბიზნესში