უკრაინამ რუსი მსახიობებისა და მომღერლების «შავი სია» ოფიციალურად გამოაქვეყნა

msaxiobუკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსი მსახიობების და საზოგადო მოღვაწეების «შავი სია» ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომლებიც, ხელისუფლების აზრით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის სახელმწიფო კინოს შესახებ კანონის შესაბამისად, აიკრძალება ყველა ფილმი, სადაც სიაში მოხვედრილი მსახიობები თამაშობენ.
რუსი მსახიობებიდან სიაში არიან მიხაილ ბაიარსკი და სერგეი ბეზრუკოვი.
ასევე სიაში შევიდნენ გრიგორი ლეპსი, იოსეფ კობზონი, ვალერია, ნიკალაი რასტორგუევი, ოლეგ გაზმანოვი და სხვები. სიაშია ასევე ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე, სერბი ემილ კუსტურიცა და გორან ბრეგოვიჩი.
სამინისტროს ცნობით, სია არ არის საბოლოო და ის გაფართოვდება.
უკრაინის კულტურის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა «თეთრი სია». სიაში შესული არიან სხვადასხვა ეროვნების კულტურის და საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას აღიარებენ და პატივს სცემენ. სიაში შევიდნენ ანდრეი მაკარევიჩი, არნოლდ შვარცნეგერი, ჯორჯ კლუნი, მილა იოიოვიჩი და სხვები.

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სამინისტრო აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს
შემდეგი სტატიაინდოეთში 5 ქალი ჯადოქრობის ბრალდებით მოკლეს