ბიძინა ივანიშვილმა იმის მაგალითად, რომ ხელისუფლება ტელევიზიებს არ აკონტროლებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოიყვანა.
მისი თქმით საზმაუს საინფორმაციოს დირექტორად ისეთი ადამიანი დანიშნეს, რომელიც მისი და „ქართული ოცნების“ ოპონენტი იყო:
„პირველი არხს საინფორმაციო დირექტორი არ ჰყავდა დიდი ხანი და ახლა დანიშნეს გიორგი გვიმრაძე. 10 წერილი მომივიდა ფეისბუკზე, ეს გვიმრაძე პირველი ჩემი ოპონენტია. დანიშნეს საინფორმაციოს უფროსად ვინმე გვიმრაძე , ნახეს მისი მთელი ცხოვრებისეული პოზიცია, ჩვენი ოპონენტია. აი როგორ „კონტროლდება“ ტელევიზიები.“- განაცხადა ივანიშვილმა.