თუ ხელისუფლება დაბნეულ მდგომარეობაში დარჩება და არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა „ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა.“

თუ ხელისუფლება დაბნეულ მდგომარეობაში დარჩება და არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა „ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა.“

თუ ხელისუფლება დაბნეულ მდგომარეობაში დარჩება და არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა „ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა.“ექპერტი სოსო ცისკარიშვილი 21 მარტს თბილისში თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქცია აფასებს და ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ „ამ აქციით გააკეთა ყველაფერი, რომ ორჭოფობაში მყოფ ხალხს ისევ „ქართული ოცნების“ სიმპათია მოსძალებოდა.“ ამის შესახებ ცისკარიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.

სოსო ცისკარიშვილი: „ჩემი აზრით , „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ აქციით გააკეთა ყველაფერი, რომ ორჭოფობაში მყოფ ხალხს ისევ „ქართული ოცნების“ სიმპათია მოსძალებოდა . ე.ი. ოპოზიციურმა ძალამ ამ პროცესს ხელი მისდა უნებურად შეუწყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ ძველი მდგომარეობის ნოსტალგია აქვს და ძალაუფლების დაბრუნებისკენ ისწრაფვის,“ ამბობს ექსპერტი.

სოსო ცისკარიშვილს მიაჩნია, რომ თუ ხელისუფლება დაბნეულ მდგომარეობაში დარჩება და არ შეიმუშავებს მკაფიო საკადრო პოლიტიკას, მაშინ უნდა „ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა.“

„ამ მიტინგიდან ერთი, რაც მკაფიოდ დავიმახსოვრე, ერთი არის ის, რომ ისინი „ჩვენი ქვეყნის მომავალს არავის დაუთმობენ“. ახლა უკვე „ქართული ოცნებისკენ“ არის ბურთი და თუ მას შესწევს უნარი, უნდა აიღო ეს ბურთი და გადააგდოს მოწინააღმდეგის მინდორზე. ამით ხელისუფლებაში არსებობას გაიხანგრძლივებს. თუ ის ისევ დაბნეული დარჩება და, ბოლოს და ბოლოს, მკაფიო საკადრო პოლიტიკას არ შეიმუშავებს, მაშინ ველოდოთ იმას, რაზეც ოცნებობს „ნაციონალური მოძრაობა,“ აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიანკარაში საქართველოს საელჩო, ომანის საკონსულოსთან გაუგებრობის აღმოფხვრაზე მუშაობს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკოს ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერდა