“თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტვის, ვფიქრობ ეს იქნება ქვეყანაში კრიზისის დადასტურება, რომ არ ესაუბრებიან ერთმანეთს”

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ აბაშიძის აზრით, თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ეს იქნება დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში კრიზისია.

“აბსურდულ მდგომარეობაში ვართ. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სააკაშვილთან არ ვსაუბრობდით, რადგან სისხლიანი რეჟიმი იყო და მასთან საუბარი მიუღებლად მიგვაჩნდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მმართველ ძალას არ სურს პრეზიდენტთან საუბარი, არ სურს ოპოზიციასთან საუბარი, რომელიც სთავაზობს რომ საარჩევნო საკითხებზე სამუშაოდ ჯგუფი შექმნას. ეს აბსოლუტურად არაადეკვატური დამოკიდებულებაა ხელისუფლების მხრიდან. საბავშვო ბაღს ემსგავსება ქვეყანა. თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტვის, ვფიქრობ ეს იქნება ქვეყანაში კრიზისის დადასტურება, რომ არ ესაუბრებიან ერთმანეთს. თუკი მათი გადმოსახედიდან არ არსებობს რაიმე ნიშნები, რომ ქვეყანაში მძიმედ განვითარდეს მოვლენები, მივიდნენ პრეზიდენტთან და თქვან ეს. რა არის ამაში რთული და გადაულახავი? არ მესმის, პრეზიდენტი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელია? რაზეა საუბარი ჩემთვის მართლა გაუგებარია”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ამით ხელისუფლებას უნდა, რომ რუსული სპეცსამსახურების უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებული მასალებით ქართველი ხალხი დააბოლოს?
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: „ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნანახი მაქვს“