“თუ პრეზიდენტი ორ დღეში არ წარმოადგენს კანდიდატურებს, ის მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ,” – ნუკრი ქანთარია

თუ პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტს ორი დღის განმავლობაში არ წარუდგენს, ის კონსტიტუციას დაარღვევს. ნდობის გამოცხადების პროცედურებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ურავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

მისი განცახდებით, გიორგი მარგველაშვილმა უკვე გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება.

“კონსტიტუციურად მას მეტი უფლება არ აქვს. თუ ის ამ ორ დღეში არ წარმოადგენს კანდიდატურებს, ის მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ,” – განმარტა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაში“თავდაცვის სფეროში განსაკუთრებული სტაბილურობა გვმართებს”
შემდეგი სტატია“ინვესტიციების დიდი ტალღა შემოვა ივნისსა და ივლისში,” – ემზარ ჯგერენაია