“ინვესტიციების დიდი ტალღა შემოვა ივნისსა და ივლისში,” – ემზარ ჯგერენაია

ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურების გზებზე საუბრობს ემზარ ჯგერენაია. ეკონომიკის ექპერტი მიიჩნევს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი გამოსავალი, ეროვნული ვალუტის მასის მიმოქცევიდან ნაწილობრივი ამოღებაა. თუმცა, ამასთან, ექსპერტი ლარის კურსის გამყარებას, ტურისტული სეზონის გახნის შემდეგ, უკვე ივნისიდან ვარაუდობს.

“ის, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უკრაინასა და რუსეთში გარკვეულწილად დასტაბილურდა სიტუაცია, თუ ამას სტაბილურობა ქვია, ამან ჩვენზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა. ინვესტიციების დიდი ტალღა შემოვა ივნისსა და ივლისში. იქნება ენერგეტიკაში, კვების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. ამ პერიოდისათვის უკვე იქება საკმაოდ სერიოზული ტალღა სავალუტო შემოდინების და გამყარდება ლარი”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

banner
წინა სტატიაში“თუ პრეზიდენტი ორ დღეში არ წარმოადგენს კანდიდატურებს, ის მიდის კონსტიტუციის წინააღმდეგ,” – ნუკრი ქანთარია
შემდეგი სტატია,,დავდგეთ ყველა ერთად, მოვითხოვოთ ხელისუფლების შეცვლა,, ირინა სარიშვილი