,,,თურქიში,, ფრინველებთან შეჯახების გამო გზიდან მობრუნდა

დღეს ,,თურქიშ აირლაინის,, თვითმფრინავი, რომელიც თურქეთის დროით 16:30 საათზე სტამბულიდან აფრინდა სტამბული-იზმირის  რეისის შესასრულებლად. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ფრინველების დიდ გუნდთან შეხება მოუხდა… რის გამოც პილოტმა გადაწყვეტილება მიიღო გზიდან მობრუნებულიყო და აფრენიდან ზუსტად 40 წუთში ისევ სტამბულის აეროპორტში დაჯდა… ბორტზე მყოფი 250 მგზავრი კი მოგვიანებით სხვა თვითმფრინავით გაამგზავრეს იზმირში…

ფრინველებთან შეხებაში მყოფი თვითმფრინავის ტექდათვალიერებამ აჩვენა, რომ თვითმფრინავის მარჯვენა მოტორი უცხო სხეულების მოხვედრის შედეგად დაზიანებული იყო…

banner
წინა სტატიაშიიემენის ოპერაციას საუდელი პრინცი მეთაურობს
შემდეგი სტატიახობში ადამიების ოჯახს 12 სული საქონელი დაუწვეს