თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი გარდაიცვალა

kemalდღეს დილით, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი (1993-2000 წწ.) და არაერთგზის თურქეთის ყოფილი პრემიერმინისტრი (1965-1993 წწ.) სულეიმან დემირელი.

დემირელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთში 17 ივნისიდან 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ დემირელის პრეზიდენტობის პერიოდს უკავშირდება თურქეთში დემოკრატიული რეფორმების გატარება და ამ ქვეყნის მკვეთრი ეკონომიკურ წინსვლა…

სულეიმან დემირელის სახელთანაა დაკავშირებული საქართველო თურქეთის ურთიერთობების მკვეთრი დათბობა და საქართველოს მიმართ მხარდაჭერა მსხვილ საერთაშორისო პროექტებში ჩასართავად. დემირელის დროს თურქეთმა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური დახმარება გაუწია ახალგაზრდა დამოუკიდებელ საქართველოს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ
შემდეგი სტატიაკერი პუტინის განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავს