კერი პუტინის განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავს

აშშ-ს გენერალური მდივანი ჯონ კერმა რუსეთის ატომური არსენალის გაფართოების გამო შეშფოთება გამოხატა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ატომურ გაფართოებას «უკან გადადგმული ნაბიჯი» უწოდა

რუსეთის განცხადებამ იმასთან დაკავშირებით, რომ ატომური შეიარაღება გააძლიეროს, აშშ-ს გენერალური მდივნის ჯონ კერის შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, რუსეთის ამ ნაბიჯმა შესაძლებელია ცივი ომი გამოიწვიოს. გუშინ ვაშინგონში გამართულ ვიდეო-ბრიფინგზე კერმა თქვა, რომ 1991 წელს აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ კოლოსალური შრომაა ჩადებული იმაში, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე ატომური იარაღი განადგურებულიყო. «არავის უნდა ნაბიჯის უკან გადადგმა» – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
გუშინვე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა, რომ 2015 წლის ბოლოსთვის რუსეთი ულტრათანამედროვე კონტინენტთაშორის 40 ბალისტიკურ იარაღს დაამატებდა რუსულ შეიარაღებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, «რაკეტებს შეუძლიათ გადალახონ ნებისმიერი, ყველაზე თანამედროვე რაკეთსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა».

banner
წინა სტატიაშითურქეთის ყოფილი პრეზიდენტი სულეიმან დემირელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაფალიაშვილის ქუჩაზე მტაცებელ ცხოველს ეძებენ