თინა ხიდაშელი – სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში

ჩვენ შევიძინეთ საჰაერო თავდაცვისუნარიანობის ყველაზე უფრო თანამედროვე ტექნოლოგია

სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, თუ ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების და ამ პროცესში ჰააგის სასამართლოს ჩართვის საკითხს.
როგორც ჟურნალისტებს დღეს ხიდაშელმა განუცხადა, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია დიდი და გავლენიანი ქვეყანაა, ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი ობიექტური და სამართლიანი წარმოების დაწყებისთვის.
“ამ საქმის წარმოების შესახებ სრული ინფორმაცია მქონდა, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი, რადგან 2009 წლიდან თავად ჩართული ვიყავი პროცესში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჩემი უამრავი მასალა იყო გაგზავნილი. მათ შორის, ეთნიკური წმენდის მტკიცებულებები. ახლა არ მაქვს უფლება და საშუალება, ამ საქმით დავინტერესდე. თავდაცვის მინისტრისგან ამის გარკვევა სწორი არ იქნება. თუმცა, 7 წელი გავიდა და შეუძლებელია, ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებას ამდენი დრო სჭირდებოდეს. იმედი მაქვს, სწრაფად მოხდება ამ საქმის გახსნა და ოფიციალურად გამოცხადდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ჩემი პოზიცია 2009 წელსაც ასეთი იყო და დღესაც იგივე პოზიცია მაქვს, რომ სახელმწიფოების ზომით არ უნდა ისაზღვრებოდეს, ვისი პასუხისმგებლობა დადგება ჰააგაში. რუსეთი დიდი და გავლენიანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შემაფერხებელი ობიექტური და სამართლიანი წარმოების დაწყებისათვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
2008 წლის ომის მასალები ქართულ მხარეს ჰააგის სასამართლოში აქვს გადაგზავნილი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი რუსეთ-საქართველოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„რაც ფოტორეპორტიორებმა გააკეთეს, ბრძოლის ტოლფასია“