თინა ხიდაშელი: ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას აცნობიერებს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გასაგებია, თუ რატომ არ ენდობა ირმა ინაშვილი ქართველ ჯარისკაცებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ყველა განცხადება, რომელიც სიმშვიდისკენ მოუწოდებს ადამიანებს, არის მისასალმებელი.

“პრეზიდენტის განცხადება ჯერ არ მინახავს და, როგორც თქვენ ამბობთ, თუ ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც, რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია. მისასალმებელია ისიც, თუკი მოხდა იმის აღიარება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ვლაპარაკობთ, რადგან ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემაა. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამ წუთას, არის მხოლოდ ის, რომ სიმშვიდისკენ მოწოდებები არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა ხიდაშელმა.

მინისტრი ფიქრობს, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებსაც ძალიან ბევრი აქვთ ამ მიმართულებით გასაკეთებელი, რადგან ამ სიმშვიდის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხაზი ახლა მათზე გადის.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ წუთამდე ჩვენ არ გვაქვს უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების პოზიცია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი მოწოდება ძალიან ბევრჯერ გაკეთდა, ამჯერად მაინც კეთილს ინებებენ და გავიგებთ, რაზეც საუბრობს მათი ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორი, ეს არის უკარაინის სახელმწიფოს პოზიცია, თუ ეს არის ერთი არასრულფასოვანი ადამიანის განცხადება, რომელიც, როგორც ჩანს, თავს ძალიან უბედურად თვლის, რომ აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, პატრონი და მესაკუთრე. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება ამას აცნობიერებს,”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისერჟ სარგსიანი: პრიორიტეტულია სომხურ-ქართული მეგობრობა და აქტიური ურთიერთობა, რომელიც დაფუძლებული იქნება სიღრმისეულ კავშირებზე
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: მაინტერესებს ჩვენი პარტნიორების შეფასებები მარად აღშფოთებულ-შეშფოთებულები რომ იყვნენ