თინა ხიდაშელი: ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ გამოძიების ეფექტურობა და სისწრაფე უზრუნველჰყოს, ნიკა გვარამიაა

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

თავდაცვის მინისტ თინა ხიდაშელის განცხადებით, ის გაეცნო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელ განცხადებას და ამის შესახებ საქმის კურსშია.

როგორც ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ვისაც შეუძლია გამოძიების სისწრაფე და ეფექტურობა უზრუნველჰყოს, ეს თავად გვარამიაა.

„მე ვუსმინე ნიკა გვარამიას და მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე წუთში გამოძიება დაიწყო, ჩააბარეს უწყისი. აქ საკითხი ძალიან მარტივად არის. ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება, მასზე რეაგირება, პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რაზეც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი საუბრობდა, მის ხელშია. გამოძიების გასაღები ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას. ის ან სრულფასოვნად ითანამშრომლებს გამოძიებასთან, შესაბამისად, იტყვის ვის, სად და როდის შეხვდა და რაზე ისაუბრეს და შემდეგ უმარტივესია ამ საქმის გამოძიება, ან არ ითანამშრომლებს და თქვენ მუდმივად გექნებათ შესაძლებლობა, რომ მორიგი საუბრები გქონდეთ, თუ როგორი არაეფექტურია ხელისუფლება. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ გამოძიების ეფექტურობა და სისწრაფე უზრუნველჰყოს, ეს არის ნიკა გვარამია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, მას სამთავრობო წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასამართლო „რუსთავი 2“-ს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს.

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ურთმელიძე ტელეკომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს. მისივე თქმით, დაემუქრნენ, რომ თუ პროცესებს არ ჩამოშრდება, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გასაჯაროვდება.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება გუშინვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ წამებისა და გაუპატიურების ვიდეოკადრებს თავად “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს