თეა წულუკიანი – ხარძიანის მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელშესახები მტკიცებულებები არსებობდეს.
“გამოძიებას უნდა მივცეთ დრო. პროკურატურამ, შს სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს, რომ არსებობდეს ხელშესახები მტკიცებულებები. ახლა უკვე ჩვენ ერთადერთი ვალდებულება გვაქვს – სიმშვიდე და მოლოდინი, რომ ხელი მივაწვდინოთ იმას, ვინც ეს საძაგლობა ჩაიდინა”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ პოლიციელის უფლებამოსილებებში ცვლილებები საჭიროა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა მოკლული პოლიციელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა