თეა წულუკიანი: რუსთავი 2-ის დახურვაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

იუსტიციის მინისტრი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან და არხის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის დახურვაზე საუბარს პროვოკაციას უწოდებს.

„მე მგონი ამ ქვეყანაში არავის მიზანი არ არის რუსთავი 2-ის დახურვა. პირიქით, ჩვენი მიზანია, რომ რუსთავი 2 იყოს ძლიერი ტელემაუწყებლობა და იყოს კიდევ უფრო კარგი მაუწყებლობა, ვიდრე დღეს არის, მიუხედევად იმისა, რომ ის ისედაც ძლიერი ტელეკომპანიაა. აქედან გამომდინარე, დახურვაზე საუბარი არის წმინდა წყლის სპეკულაცია,“ – აცხადებს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ასევე განმარტავს, რომ მიმდინარეობს დავა მფლობელთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის სამართლებრივი დავა და მინისტრისთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, ზოგჯერ პანიკაც კი, რაც ამ დავის გარშემო არსებობს.

„მოსამართლეს უნდა დავაცადოთ მიიღოს მშვიდ გარემოში გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ რუსთავი 2-მა არა მხოლოდ გააგრძელოს მაუწყებლობა, არამედ კიდევ უფრო გაძლიერდეს და მის ჟურნალისტებს ქონდეთ მაგალითად, უფრო მეტი ანაზღაურება, ვიდრე დღეს აქვთ,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“მსგავს განცხადებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია”- თამაზ მეჭიაური მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე საუბრობს
შემდეგი სტატია“”რუსთავი 2″-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება”