თეა წულუკიანი: მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის წერილს განიხილავს და მინისტრებს შეგვატყობინებს გადაწყვეტილებას

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

იუსტიციის მინისტრისთვის, მთავრობის უახლოეს სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის შეტანასა და მასზე პრეზიდენტის დასწრების თაობაზე, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, უცნობია.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის წერილს განიხილავს, რის შემდეგაც მინისტრებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ.

“საქართველოში არსებობს კანონი, არსებობს მთავრობის რეგლამენტი. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილია შესული. ადმინისტრაცია მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით, ამ წერილს განიხილავს და მინისტრებს შეგვატყობინებენ, რა იქნება ეს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მთავრობის სხდომაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს მაია ცქიტიშვილს მიმართა.

banner
წინა სტატიაშიგერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებს მოითხოვს
შემდეგი სტატიაშტაინმაიერმა მოსკოვს და ვაშინგტონს მოუწოდა სირიაში კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გზები გამონახონ