გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებს მოითხოვს

გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებს მოითხოვს

გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმებს მოითხოვსგერმანია არ აპირებს საკუთარი მონდომება მოადუნოს გაეროში უშიშროების საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. დღეს, ბუნდესტაგში გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო თანამედროვე მსოფლიოს უნდა შეესაბამებოდეს.
ეს განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მუდმივი 5 წევრის მიერ ვეტოს გამოყენების უფლებას ეხება, რომელიც მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლებას აძლევს. “უბრალოდ, შეუძლეებლია ეს პრივილეგია ორგანიზაციის უმოქმედობას იწვევდეს მაშინ, როცა საუბარია კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებებზე” – განაცხადა შტაინმაიერმა. გერმანია, ისევე, როგორც ინდოეთი, ბრაზილია და იაპონია უკვე წლებია უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის მიღებას ცდილობს.
“გაერო იმაზე ძლიერი არასდროს იქნება, ვიდრე მისი წევრები მისცემენ ამის საშუალებას. გაერო დღეს ისე გვჭირდება, როგორც არასდროს” – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ გაერო იდეალური ვერასდროს იქნება, ამიტომ “ძალისხმევა იმისა, რომ ის ასეთი გავხადოთ მუდმივად უნდა გვქონდეს” – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანია გაეროში ყოველწლიურად 168 მილიონ ევროს იხდის და გადახდის კუთხით მესამე დიდი სახელმწიფოა. გარდა ამისა, გერმანია ყოველწლიურად 262 მილიონ ევროს სამშვიდობო მისიებისთვის ყოფს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში რუსეთის და აშშ-ს ელჩები დაიბარეს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის წერილს განიხილავს და მინისტრებს შეგვატყობინებს გადაწყვეტილებას