თეა წულუკიანი: მთავრია, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მაუწყებლობა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თემის განხილვა ხელისუფლების საქმე არ არის.

თეა წულუკიანისთვის მთავარია, ტელეკომპანიამ მუშაობა და სიახლეების გაშუქება განაგრძოს.

„მთავრია, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მაუწყებლობა, გააშუქოს ის სიახლეები, რაც ჩვენს ქვეყანაშია. რაც შეეხება საჯარო რეესტრს, ის არის საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი ინსტიტუტი და მე ვისურვებდი, რომ არც ერთმა, მათ შორის, მედიახელმძღვანელმა, არხის ხელმძღვანელმა, არ დააკნინოს მისი როლი. კერძო დავაზე კი, მე ვისურვებდი, რომ მოსამართლემ რაც შეიძლება მალე დაასრულოს განხილვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით, რომელიც ტელეკომპანია “საქართველოს” წილების დაყადაღებას ეხება, “რუსთავი 2” დახურა. მისი თქმით, გადაკეტილია ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ტელევიზია ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაშსს დავით მიქაიშვილის დაკითხვის ფაქტს ადასტურებს