“თბილსერვის ჯგუფი” აბონენტებს მიმართავს

თბილისის საკრებულოს დადგენილებით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალური მეწარმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ, ერთჯერადად დარიცხული გადასახადისგან გათავისუფლებული არიან, ხოლო მათ, ვისაც უკვე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა კრედიტში დაუჯდებათ. ამის შესახებ “თბილსერვის ჯგუფის” განცხადებაშია ნათქვამი.

“თბილსერვის ჯგუფი” მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხათ მოსაკრებელი, მიმდინარე წლის 5 ივნისის ჩათვლით, განცხადებით მიმართონ “თბილსერვის ჯგუფს” მისამართზე – კახეთის გზატკეცილი #67, ბელიაშვილის ქ. #25.
თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-ამოღების კონტროლის მიზნით, “თბილსერვის ჯგუფმა” 2014 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით თბილისის პასპორტიზაციის ფარგლებში დედაქალაქის 5 რაიონში მოქმედი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიულ პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები შეამოწმა.
აღნიშნულ პირებს დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით, რამაც ხშირ შემთხვევაში 2 თვიდან 18 თვემდე პერიოდი შეადგინა. შესაბამისად, ერთჯერადად დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა დაახლოებით 100 ლარიდან 200 000 ლარამდე მერყეობს. თბილისის საკრებულოს 12 დეკემბრის დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რის გამოც შესამოწმებლად დარჩენილ რაიონებში მოქმედ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს ახალი დადგენილების მიღების ძალაში შესვლის დღიდან – 2014 წლის 17 დეკემბრიდან. “თბისერვისის” შეფასებით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღემდე შემოწმებული ობიექტები აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე და არათანაბარ პირობებში, იმ პირებთან შედარებით, რომელთა შემოწმება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილების საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიულ პირების, ინდივიდუალური მეწარმეების თანაბარ პირობებში მოქცევის მიზნით, საჭიროა შემოწმებულ გადამხდელებზე (აბონენტებზე) ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.

banner
წინა სტატიაში„აზარიანცის შენობაში ფართი, რომელიც “სილქნეტს” ეკუთვნის, დაცულია“
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილოა