„აზარიანცის შენობაში ფართი, რომელიც “სილქნეტს” ეკუთვნის, დაცულია“

კომპანია “სილქნეტი” გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, თბილისში არსებული ე.წ. აზარაიანცის შენობაში ცეცხლი მათ კუთვნილ ფართში გაჩნდა, არ ადასტურებს.

„სილქნეტში“ განმარტავენ, რომ შენობა მათ საკუთრებაში მხოლოდ იურიდიულადაა და ის უსახლკაროებს და სხვადასხვა დაწესებულებებს კეთილი ნების საფუძველზე აქვთ გადაცემული.

რაც შეეხება ფართს, რომელსაც კომპანია თავად იყენებს, “სილქნეტში” აცხადებენ, რომ ფართი დაცულია.

შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართის მეპატრონეები კი მომხდარში „სილქნეტს“ ადანაშაულებენ.

დაზარალებულების თქმით, “სილქროუდმა” არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც შენობა უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

თუ რამ გამოიწვია ხანძარი ე.წ. აზარიანცის შენობაში, ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 300 ათასი ლარი დაჯდება
შემდეგი სტატია“თბილსერვის ჯგუფი” აბონენტებს მიმართავს