თბილისში საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოინგრა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

თბილისში, იალბუზის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი, ერთი მათგანი ქალბატონია, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა ადამიანმა.

შემთხვევა ისანი-სამგორის რაიონში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: აჭარაში უახლოეს წლებში 23 ახალი სასტუმრო აშენდება
შემდეგი სტატიაახალი მსოფლიო სკანდალი -ვიკილიქსი: ბრიტანეთი ატომური კატარსტროფის ზღვარზეა