ახალი მსოფლიო სკანდალი -ვიკილიქსი: ბრიტანეთი ატომური კატარსტროფის ზღვარზეა

wyalqvesha-naviდიდი ბრიტანეთის სამეფო-საზღვავო ფლოტის ინჟინერი გაქცეულია მას შემდეგ, რაც მან ბრიტანეთის ატომური პროგრამის დაუცველობაზე ილაპარაკა. საქმე ატომურ წყალოქვეშა ნავ „ტრაიდენტს“ ეხება.
Wikileaks-ში გამოქვეყნებულ 18 გვერდიან დოკუმენტში ვილიამ მაკნილი წერს, რომ ბრიტანეთი ატომური კატასტროფის ზღვარზეა.
25 წლის მაკნილის თქმით, „ტრაიდენტი“ სრული აღჭურვილობით ადვილი სატყუარაა ტერორისტებისთვის. ის ამტკიცებს, რომ სუბმარინისთვის უფრო ადვილია დაიკარგოს, ვიდრე კლუბის ფეისკონტროლის გავლა.
მიზეზი გემზე მომსახურე სამხედროების აბსოლუტური გულგრილობაა საქმისადმი, გემი კი ბრიტანეთის ატომური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
მაკნილი წერს, რომ ზღვაში გასვლისას სამხედროები მოუყვნენ, რომ რამდენიმე ხნის წინ გემზე ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, პორტის ნაცვლად ხანძარი რეისის დროს რომ გაჩენილიყო, მინიმუმ 50 მეზღვაური დაიღუპებოდა.
ინჟინერი ამტკიცებს, რომ სამხედრო ხელმძღვანელების ყურადღების მიქცევას ცდილობდა ამ პრობლემის გასაცნობად, მაგრამ მის მცდელობებს რეაქცია არ მოყოლია ავტორიტეტების მხრიდან, რამაც მისი ვიკილიქსში მასალის გამოქვეყნება გამოიწვია.
სამხედრო-საზღვავო ფლოტში უილიამ მაკნილის ბრალდებას „გამოუცდელი მეზღვაურის სუბიექტურ და უმიზეზოს შეხედულებას “ უწოდებენ, წერს Daily Telegraph.
სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მაკნილი მართლაც იხდიდა სამსახურს საზღვავო ფლოტში და ინფორმატორის შესახებ ინფორმაციის მოძიებასაც ცდილობდა.
ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა 560 მილიონი დოლარით ანტიატომური პროგრამის ინვესტირების შესახებ.
„უილიამ მაკნილი მამაცი ადამიანია, რომლიც არა მხოლოდ საკუთარ პოლკელებს დაეხმარა, როცა მოყვა იმ რისკების შესახებ, რაც სუბმარინს აქვს შემცრებული ხარჯების გამო, რაც პროპორციულად პერსონალის უკმარისობას და სუსტ მართვას ნიშნავს“ – „ასოშეითედ პრესი“ ატომური პროგრამის ექსპერტს პიტერ ბარტს ციტირებს.
„თავდაცვის სამინისტროს ატომური პროგრამის უსაფრთხოებისთვის გაცილებით სუსტი პროგრამები აქვს, ვიდრე სამოქალაქო სექტორში, რადგანაც დამოუკიდებელი რეგულაციებს მისი მოქმედებისთვის თვალყურის დევნა არ შეუძლია“ – თვლის ექსპერტი.
„მართალი რომც იყოს ინფორმაცია ეკიპაჟის არაორგანიზებულობასა და სუსტ საბრძოლო სულზე, მაინც ძალიან ძნელად დასაჯერებელია ის, რომ სისტემა „ტრაიდენტს“, როგორც ერთ მთლიანობას წინააღმდეგობების გადალახვა არ შეუძლია“ – წერს „დეილი მაილში“ სამხედრო ექსპერტი ჯონ ლარჯი.

banner
წინა სტატიაშითბილისში საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიატეხასში ბაიკერებმა ათი ადამიანი ჩაცხრილეს