ირაკლი ღარიბაშვილი: აჭარაში უახლოეს წლებში 23 ახალი სასტუმრო აშენდება

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ღარიბაშვილმა დღესვე ბათუმში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პრემიერის განცხადებით, ბათუმში უახლოეს წლებში განსახორციელებელი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა მილიარდ 251 მილიონი დოლარი იქნება.

პრემიერმინისტრის განცხადებით აჭარაში უახლოეს წლებში 23 ახალი სასტუმრო აშენდება.

“ახალ ბულვარში 50 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. შპს “Rekan Group Georgia” სასტუმრო კომპლექსს ააშენებს. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. “ორბი ჯგუფი” იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროსა აპარტამენტების მშენებლობას აწარმოებს. ხელშეკრულების მიხედვით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და დაახლოებით 3 წელიწადში დასრულდება. შპს “იალჩინი” იუსტიციის სახლის მიმდებარედ ასევე 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას ახორციელებს. ინვესტიციის მოცულობა 9 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. აშენდება ოთხვარსკვლავიანი, არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი. ინვესტიციის ოდენობაა 29 მილიონი აშშ დოლარი. ასე რომ, ძალიან კარგი ტენდენციაა. საინტერესო და დადებითი დინამიკა გვაქვს. ეს ყველაფერი არის დამაიმედებელი ჩვენთვის,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც სათანადოდ არ იმუშავა
შემდეგი სტატიათბილისში საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელი ჩამოინგრა