თბილისი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

თბილისი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვს

თბილისი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ფაქტების გამოძიებას ითხოვსსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის საქმეების პროკურორთან ფატუ ბენსუდთან თბილისში შეხვედრისას ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ფაქტების გამოძიების საკითხი დააყენეს – წერს ბრიტანული “ბიბისი”.

“გამოძიება არასრულყოფილად ჩაითვლება, თუკი ჰააგის პროკურატურა არ გამოიძიებს ჩვენი სამხედრო ტყვეების დახვრეტის და წამების ფაქტებს. მე დავაყენე საკითხი, რომ ამ გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გიორგი ანცუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის, ასევე 23 ქართველი სამხედრო მოსამსახურის წამების ფაქტების გამოძიება უნდა იყოს” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ბონდუსა საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თხოვნით მიმართა სანქცია გასცენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამხედრო დანაშაულებების გამოძიების საქმეზე.
სასამართლოს პრეს-რელიზის მიხედვით, პროკურორს საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია იმის შესახებ, რომ სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი იყო კაცობრიობის წინაშე დანაშაული და სამხედრო დანაშაულები.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში გაუპატიურებული მამაკაცების დახმარების ცენტრი გახსნეს
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტი ევროკავშირს აკრიტიკებს