თბილისის მერიამ ივანიშვილის კომპანიებს საინვესტიციო ვალდებულებები ჩამოაწერა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, კომპანია იუნონმა აღებულ საინვესტიციო ვალდებულებაზე უარი თქვა და მერიაც უპრობლემოდ დაეთანხმა.

კომპანიას თბილისში, ვერეს ხეობაში 100 მილიონის ოდენობის საინვესტიციო პროექტები უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც 10 წელი ჰქონდა გამოყოფილი.

აქედან 7 წელი ისე გავიდა, რომ კომპანიას ეს არ გაუკეთებია, წელს კი ვერეს ტრაგედიის ხარჯზე ორივე პროექტი ჩამოაწერეს, თუმცა ერთი მათგანი სახიფათო ზონაში არც კი ხვდებოდა.

საკრებულოში მიიჩნევენ, რომ იმ პროექტზეც, რომელიც სახიფათო ზონაში მოხვდა, მერიას შეეძლო, ინვესტორისთვის ალტერნატიული ადგილი შეეთავაზებინა და ეკონომიკაც 100 მილიონს აღარ დაკარგავდა.

banner
წინა სტატიაშიყვარლის რაიონში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება