თამაზ მეჭიაური: პრეზიდენტს უნდა, რომ ხავერდოვნად გადაიბაროს, ან ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან გაიყოს

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნებზე დღეს საფინანსო და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ. მანამდე უმრავლესობას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.

“რატომ არ შეეძლო მას წარმოედგინა თავისი შენიშვნები როგორ შეიძლებოდა მაქსიმალურად დამოუკიდებელი სააგენტოს ფარგლებში მომხდარიყო ამ კანონის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მე არ შევალ არანაირ მსჯელობაში, რადგან ის ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ შეინარჩუნოს პოლიტიკურად არსებული სტატუსქვო, როდესაც ეროვნული ბანკი ემსახურება მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიზნებს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს შეუერთდა ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელსაც უნდა ხავერდოვნად გადაიბაროს ან გაიყოს ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან,”-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: პრემიერმა უკეთ იცის, ვინ სად უფრო კარგად მოახერხებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას