“თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინსტროს პრესამსახური პასუხობს

walenjixa1არანაირ პროცედურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იმ შემთვევეაში თუ ადვოკატი ან დაზარალებულ მხარე მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან პროცედურულ დარღვევებს შეუიძლიან მიმართონ გენისპექცია ან დარეკონ ცხელ ხაზზე– 126–განუცხადეს “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინსტროს პრესამსახურში

 

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 18 თებერვალს, პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მოქალაქე შ. კალანდია,როგორც კალანდიას ადვოკატი  ანჟელა ჯობავა აცხადებს „წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დარღვეული იქნა პირის ადმინისტრაციულად დაკავების წესი. შესაბამისად უკანონოდ იქნა შედგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც შედგა იმ პირების მიერ, ვინც დაკავებას საერთოდ არ ესწრებოდა.
ჩვენ მოვითხოვეთ ბრალდებულის დაკავების დროს იქ მყოფი მოქალაქეების მიერ ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის გამოკვლევა, რაც საქმეს წეშმარიტებას მოჰფენდა და დაადგენდა თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და დაკავებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები… რის შესახებაც პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი, მაგრამ პროკურატურამ აღნიშნული საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ შალვა კალანდია აღიარებს თავის დანაშაულს, პრინციპული მნიშვნელობა აქვს პოლიციის თანამშრომლების მიერ დარღვევების, თუნდაც გადაცდომების დაფიქსირებას, იმ მიზეზით, რომ მათ მიერ დაცული იყოს საპროცესო კანონმდებლობა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან“ – ამბობს “თაიმერთან” ადვოკატი ანჟელა  ჯობავა.

banner
წინა სტატიაშიმუჟავას გამგებლის პირადი ინტერესები?
შემდეგი სტატია„ისრაელის ბალტიმორი“: მასობრივი არეულობები თელ-ავივში