,,თაიმერი” და სხვა მედიასაშუალებები ,,აფხაზეთის ხმას” სოლიდარობას უცხადებენ

ქართული მედიასაშუალებები რადიო აფხაზეთის ხმას სოლიდარობას უცხადებენ. დღეს განცხადებები ტელე და რადიო მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გააკეთეს. ჟურნალისტები ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ.

რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე რადიო ასოციაციის შექმნის ინიციატივით გამოდის და ტელე-რადიო ცენტრს სატარიფო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს.

„ტელე-რადიო ცენტრმა უნდა გადახედოს თავის სატარიფო პოლიტიკას, ვინაიდან დღეს ბიზნესს გაუჭირდა, არის მცირე შემოსავლები სარეკლამოს მიმართულებით. აუცილებელია შეიქმნას მძლავრი ასოციაცია, რომელიც მსგავს საკითხებზე აქტიურ ლობირებას მოახდენს,“ – განაცხადა რამაზ სამხარაძემ.

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კი მიიჩნევს, რომ დავალიანების გამო მაუწყებლობა მედიასაშუალებებს არ უნდა შეუჩერდეს და რადიო აფხაზეთის ხმის მიმართაც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„სხვდასხვა კომპანიებს სხვადსხვა მიზეზების გამო ჰქონია დავალიანება. ჩვენც გვქონია, თქვენც გქონიათ და ამის გამო მაუწყებლობის შეწყვეტა არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რასაც იშვიათად მიმართავს ხოლმე ტელე-რადიო ცენტრი. როდესაც რომელიმე მედიასაშუალებას მიუხედავად მისი პოზიციისა ექმნება საფრთხე და ის სუბიექტურად იჩაგრება, რომელიმე სახელმწიფოს სტრუქტურის ან კერძო პირის მხრიდან, ყველამ უნდა დაუჭიროს ამ მედიასაშუალებას მხარიმ“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი” სოლიდარობას უცხადებს რადიო ,,აფხაზეთის ხმას” მის თითეულ თანამშრომელს და იმედს გამოთქვამს, რომ პრობლემა დროულად მოგვარდება.ხოლო მსმენელს ისევ ექნება შესაძლებლობა fm 98.9ზე რადიო აფხაზეთის ხმის” გადაცემების მოსმენის შესაძლებლობა.

banner
წინა სტატიაშივაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-მა” საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის შესაგებელი შეიტანა