ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება გაიმართა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის თვითმავალმა საარტილერიო 2 ჩ-1-ის ბატალიონმა ყოველწლიური გეგმური საარტილერიო საველე სწავლება გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები გეგმური და არაგეგმური სამიზნეების განადგურებას, დაუყოვნებლივი საცეცხლე ამოცანების შესრულებასა და მაღალი კუთხით სროლას ითვალისწინებდა.
საველე სწავლება 20 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა საცეცხლე პოზიციების მომზადება და დაკავება, თავდაცვის წარმოება, მარშისა და საცეცხლე ამოცანების შესრულება.
სამხედრო პოლიგონზე გამართული 20-დღიანი საარტილერიო საველე სწავლება გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა და მაკონტროლებელმა ჯგუფებმა შეაფასეს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია:”მე არც მამონტი ვარ და არც გერონტი”
შემდეგი სტატია,,თაიმერი” და სხვა მედიასაშუალებები ,,აფხაზეთის ხმას” სოლიდარობას უცხადებენ