“რუსთავი 2-მა” საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის შესაგებელი შეიტანა

რადიო

რუსთავი 2-მა რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაშის სარჩელის შესაგებელი შეიტანა.

“სარჩელში 2 მომენტია დაყენებული, ეს არის ლოგოს ავროტობაზე, ამჟამინდელი ლოგო, რომელზეც აპელირებს ხალვაში არის რუსთავი 2-ის საკუთრება და არა ქიბარ ხალვაშის მიერ შექმნილი და მეორე ნაწილი რაც შეეხება საერთაშორისო პროექტების ავტორობას, ამასთან დაკავშირებით დაყენებული გვაქვს არასათანადო მოპასუხედ ცნობის საკითხი, ვინაიდან აღნიშნული პროექტები არ არის რუსთავი 2-ის საავტორო უფლებების ობიექტი, არის საერთაშორისო პროექტები და მითითებული გვაქვს ეს კომპანიები და შესაბამისად რუსთავი 2 საერთოდ არ უნდა იყოს მოპასუხე,”-აცხადებს რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.

რუსთავი 2-ის იურისტებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მოსარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

banner
წინა სტატიაში,,თაიმერი” და სხვა მედიასაშუალებები ,,აფხაზეთის ხმას” სოლიდარობას უცხადებენ
შემდეგი სტატია,,ვიმედოვნებ, რომ მიშკას ყველაფერი მოეკითხება -ჰავ. ჰავ”