,,თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას არასდროს დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება,,

,,მართალს ამბობს (სააკაშვილი), რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა განწირულია. ხალხმა ეს არ დაუშვა და არც არასდროს დაუშვებს. ამას არასდროს დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება.
სააკაშვილს საკუთარი დანაშაულები ახსენდება და ალბათ ამან ათქმევინა ასეთი მარტივი სიბრძნე. ახსენდება, როგორ ბარბაროსულად დაარბია, დახურა და როგორ ცდილობდა მაინც “აეხია” “იმედი” მისი კანონიერი მფლობელებისათვის; როგორ მიისაკუთრა რუსთავი 2, რომელიც მართლაც იყო ერთ დროს ჩვენი საერთო-სახალხო მონაპოვარი და ყველას გვიყვარდა, როგორ მიახრჩო და მიახურინა სხვა უამრავი მედია საშუალება, როგორ ემუდარებოდა მეზობელი ქვეყნის პრემიერს 2011 წელს პირადად, მას შემდეგ რაც მისმა მონამორჩილმა დეპუტატმა ეს პრობლემა ვერ მოუგვარა, სატელიტიდან გაეთიშათ მე-9 არხი და მაესტრო ნებისმიერი ჯარიმის/ფულის სანაცვლოდ. (ამის ცოცხალი მოწმეები და თანამონაწილეები არსებობენ). საბოლოოდ, ყველა მისი მცდელობა შეეზღუდა თავისუფალი სიტყვა საქართველოში მართლაც განწირული აღმოჩნდა. მხოლოდ რუსთავი2 -ღა შერჩა, მაგრამ ამაზე ცალკე ვიტყვით,,

უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, სააკაშვილის მიერ რუსთავი-2-თან დაკავშირებული მოვლენების შეფასებას, სოციალური ქსელით ეხმაურება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციაზე ალაპარაკდა…
შემდეგი სტატიათურქმა მეზღვაურებმა შუა ზღვაში მოტივტივე 18 თვის სირიელი ბავშვი გადაარჩინეს… (VIDEO)