“თავისუფალი თაობის” აქტივისტებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის შეკამათება მოხდა

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

“თავისუფალი თაობის” აქტივისტები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ბოთლების შეტანას ცდილობენ. მათ ჯერ პარტიის ოფისის წინ აქცია დაიწყეს და ტრანსფარანტებიც გამოფინეს “აიკრძალოს მებოთლეების პატრია”, შემდეგ კი ცარიელი ბოთლები აიღეს და პარტიის ოფისში არსებულ მუზეუმში შეტანა დააპირეს.
ისინი აცხადებენ, რომ თუ მათ აქვთ მუზეუმი, იქ ბოთლებიც უნდა ინახებოდეს. მცირე შეკამათება მოხდა “თავისუფალი თაობის” აქტივისტებისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის, რომლებიც ოფისის შესასვლელთან კართან იმყოფებოდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა აქტივისტებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს. მათ შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, რის განმუხტვასაც ამ წუთებში პოლიცია ცდილობს.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3838 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან