ზურაბ ჯაფარიძე: ქართულმა ოცნებამ ტყუილი დაპირებები გასცა, მათ შორის ის, რომ ყურძენი 1 ლარი ეღირებოდა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“ქართულმა ოცნებამ ტყუილი დაპირებები გასცა, მათ შორის ის, რომ ყურძენი 1 ლარი ეღირებოდა,”- ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია და პრობლემა სწორედ ხელისუფლებაშია. დეპუტატი ხელისუფლების ცვლილებას ითხოვს.

“ქართულმა ოცნებამ ტყუილი დაპირებები გასცა მათ შორის რომ ყურძნის ფასი 1 ლარი იქნებოდა. მათ 3 წელში მილიონობით ლარი და ენერგია დახარჯეს რუსულ ბაზარზე მაგრამ ეს მცდარი პოლიტიკა იყო, უკეთ უნდა აგვეთვისებინა ევროკავშირის ბაზარი. გამოსავალი არის ხელისუფლების შეცვლაში,”- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: ჩვენ ყურძნის ფასს ვერ დავადგენთ
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს