გაფიცულ მძღოლებს რვა მოთხოვნა აქვთ

სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს რვა ძირითადი მოთხოვნა აქვთ. მძღოლები მოითხოვენ: კომპანიასა და მძღოლებს შორის დადებული ხელშეკრულებების გადახედვას; მიკროავტობუსების ზუსტი ღირებულების და გადასახადის თანხის გასაჯაროებას; მიკროავტობუსის საპატიო მიზეზის გამო გაჩერების შემთხვევაში ფულადი თანხის არ დაგროვებას; ავტომანქანის მოიჯარის მიერ მინდობილ პირზე გადაფორმების შემთხვევაში ნამუშევარი წლების განმავლობაში თანხის ჩათვლას ახალ მეწარმეზე; შაბათ-კვირას და უქმე დღეებზე შესატანი თანხის დღიური გეგმის დაკლებას სეზონურად ზამთარსა და ზაფხულში; ზეთის შეცვლის, ტექნიკური მომსახურების, რემონტის დადგენილ ვადებში განხორციელებას მძღოლის მიერ არჩეული ტექმომსახურების ობიექტზე; გაჩერებულ დღეებზე ძველი ვალების ჩამოწერასა და უსაფრთხოების სამსახურის უფლებების გადახედვას.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ დაიშლებიან იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ამ დროისთვის მძღოლები შავი ზღვის უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, #32 სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, სულ გაფიცულია 40-მდე ხაზი, რომლებიც დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან გადაადგილდებიან თბილისის უბნებში.

banner
წინა სტატიაში“კახა გოჩაშვილი ზურას ეუბნებოდა, რომ ის იქნებოდა კართან და ყოველ ოც წუთში დაურეკავდა”
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი – 3 000 პენსიონერის შემწეობის მიმღებთა ბაზაში დაბრუნება პრობლემას არ ჭრის